”ეროვნული ბანკი მკვდარია”, - ამ სახელწოდებით ეროვნული ბანკის შენობასთან საფინანსო ორგანიზაცია ”საქართველოს” მეანაბრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ეროვნულმა ბანკმა დროულად არ აღკვეთა საფინანსო კომპანია ”საქართველოს” თაღლითური საქმიანობა, რის შედეგადაც სახეზეა რამდენიმე ათასი დაზარალებული მოქალაქე.
აქციის მონაწილეებს ეროვნული ბანკის შენობასთან მიტანილი ჰქონდათ სამგლოვიარო გვირგვინი, მათ ჩართული ჰქონდათ ასევე საგალობლები. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი მსგავსი ტიპის აქციებს მომავალშიც გამართავენ, ვიდრე არ მოგვარდება პრობლემა და დაზარალებულებს არ აუნაზღაურდებათ მათი კუთვნილი თანხა.