2018 წელს ბუნებრივი რეკლამა მედიასაშუალებებში გავრცელებული რეკლამის 25%-ს შეადგენს, რაც 14%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებზე.
საერთაშორისო ამბების მედია ასოციაციის (INMA) განცხადებით, ბუნებრივი რეკლამა, ანუ რეკლამა, რომელიც საინტერესო კონტენტის შემცველი სტატიის სახით არის წარმოდგენილი, მკითხველთა მხრიდან მაღალი ჩართულობით გამოირჩევა და ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ გამოიყენება.
INMA-ს მონაცემებით, გამოკითხული მედია კომპანიების თითქმის ნახევარი - 48% უკვე აქტიურად იყენებს ბუნებრივ რეკლამას, რომელიც მათი სარეკლამო შემოსავლების დიდ წილს შეადგენს, 39%-ის განხცხადებით კი, რეკლამისდამკვეთებისთვის ბუნებრივი რეკლამის შეთავაზებს კიდევ უფრო აქტიურად გეგმავენ.
კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების 42%-ის შემთხვევაში, ბუნებრივი რეკლამის შემცველ სტატიებს მათი ჟურნალისტები ამზადებენ, გამოკითხულთა მესამედ კომპანიებს კი სპეციალური დეპარტამენტი აქვს ამ მიზნით შექმნილი.
INMA-ს კვლევაში 156-მა მედიაკომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია YouGov-ის კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 58% სიამოვნებით კითხულობს ბუნებრივი რეკლამის შემცველ სტატიებს.
ანალიტიკოსთა პროგნოზით, მხოლოდ აშშ-ში 2017 წელს ბუნებრივი რეკლამის შემოსავალი 5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.