13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7211 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.61 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 14 იანვრისთვის 2.8961 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9091 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირაც, რომელიც 14 იანვრისთვის 0.7145 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7152 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.07 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 14 იანვრისთვის 3.3233 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3577 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 3.44 თეთრი შეადგინა.