ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვემო ჩხოროწყუში თხილისა და დაფნის გადამამუშავებელი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას. ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია „ჯუმითსის“ სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ქვედა ჩხოროწყუში მდებარე 4 558 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა.
კომპანია წლიურად 120 ტონა თხილის გულისა და სულ მცირე, 90 ტონა გამომშრალი დაფნის წარმოებას გეგმავს. საწარმოში 130 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.