ჩრდილოეთ ამერიკის ავტომანქანების საერთაშორისო გამოფენას 2017 წელს ქალაქი დეტროიტი უმასპინძლებს. ცნობილი მარკის მანქანების ახალი მოდელები Cobo Hall-ში მომავალ კვირას იქნება წარმოდგენილი. გამოფენაზე ჟურნალისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიკრიბებიან, აქ არც ცნობილი და ყველასთვის საყვარელი სახეები წარმოადგენენ იშვიათობას.
ვნახოთ, რა სიახლეს შემოგვთავაზებენ ავტომანქანების ცნობილი კომპანიები:
Corvette ZR1
- ავტომოყვარულებში გავრცელებულია აზრი, რომ არ შეიძლება აღნიშნული მოდელი მის წინამორბედზე Corvette Z06-ზე უკეთესი იყოს, რომელსაც 650 ცხენის ძალა აქვს და სრულყოფილებასთან ძალიან ახლოსაა.2018 Toyota Camry
. კამრი სედანი უფრო მეტად დაიხვეწა და გამოფენაზე წარსადგომად მზად არის. მოყვარულები მისგან უფრო მგრძნობიარე გადაადგილებასა და ტრადიციულ 4-კარიან მოდელს ელიან.Mercedes E-Class Coupe
ორკარიანი მანქანის ორი ვერსია 2017 წლის შუა რიცხვებიდან გაიყიდება. მანქანას 329 ცხენის ძალა და ორმაგი ტურბინა აქვს.Volkswagen I.D. Concept. Volkswagen-მა ახალი მანქანის კონცეფცია პარიზის ავტოსალონში წარმოადგინა. მისი უკანასკნელი მოდელი გააკრიტიკეს და არასერიოზულად აღიქვეს. კომპანიის მოსაზრებით მისი ელექტრომანქანის ახალი მოდელი ავტოპილოტზე იმუშავებს.
Lexus UX concept.
Lexus-ის მარკის ახალი მოდელის პირველი პრეზენტაციაც პარიზის ავტოსალონში შედგა. მასში მოწყობილობების კომბინაცია ჰოლოგრამითაა შეცვლილი.წყარო ALLNEWS.GE