ტექნოლოგიების განვითარებისა და გლობალიზაციის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს მოდელები ცვლილებებს განიცდის, ჩნდება ახალი პროფესიები, იქმნება ახალი სამუშაოები, რომლებიც ძველს ანაცვლებს.
როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ჩვენი შვილების სწორ განათლებას მომავლის პროფესიებისადმი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმ 8 ძირითად პუნქტს აქვეყნებს, რომელიც აუცილებელია ახალი თაობის მომავლის პროფესიებისადმი მომზადებისთვის.
ფოკუსირდით ბავშვის ადრეულ ასაკზე
განათლების განახლება ნაადრევი ბავშვობიდან იწყება, როდესაც მთავარი ყურადღება კითხვისა და წერის სწავლებას ეთმობა. ზრუნვის ადეკვატური დოზა მშრომელი მშობლების მხრიდან კრიტიკულად აუცილებელია ნებისმიერი ეკონომიკის პირობებში.
დინამიკის შენარჩუნება
სავარჯიშოები უნდა იყოს ბაზრის მოთხოვნებს მორგებული, სპეციფიკური სამსახურებისთვისაც და ზოგადიც, როგორიცაა პრობლემების გადაჭრა და პროექტების მენეჯმენტი.
ღია განათლება
კვლევების თანახმად, ალტერანტიული განათლების გზები და ექსპერიმენტირება უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე აკადემიური განათლება.ნიუ იორკის განათლების დეპარტამენტმა შექმნა ”ლაბორატორიული” სკოლები, სადაც ხდება სწავლის მიღების ახალი ფორმების გამონახვაზე მუშაობა.
მასწავლებლების გადამზადება
საჭიროა განათლების და ბიზნესის დაახლოება, მასწავლებლების სამუშო სივრცის მონიტორინგი და გადამზადება.
მოსწავლისთვის იმის გააზრების საშუალება, რას ნიშნავს ნამდვილი სამუშაო
სტუდენტებმა უნდა დაინახონ როგორია ნამდვილი მუშაობა: გაცვლითი პროგრამების ან კარიერული ქოუჩინგის მეშვეობით საჭიროა მოსწავლე ნაადრევად ჩაერთონ სამუშაოს „სამყაროში“ და აღმოაჩნონ, კარიერული ვარიანტები და უნარები, რომელიც სამუშაოს დაწყებისთვის სჭირდებათ.
პროფესიული და ტექნიკური განათლება
მსოფლიო ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიული და ტექნიკური განათლება, თუმცა ხშირად ორივე მათგანი უარყოფილია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მხარს უჭერს მსგავს კარიერულ გზას და ცდილობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუჯობესებას.
ციფრული გავლენა
ციფრული უნარები მომავალი კარიერისთვის მალე ფნდამენტური იქნება. ამისთვის საჭიროა ციფრული წერა-კითხვის სწავლებების შემოღება და ადვოკატირება.
განათლება, განათლება, განათლება
სამუშო ბაზრის ევოლუციის შედეგად მხოლოდ ერთი უნარისა და ერთი სფეროს ცოდნის იმედად ყოფნა გაუმართლებელი ხდება. ამიტომ მრავალი კვლევის თანახმად, განათლების მიღება ცხოვრების ბოლომდე უნდა გაგრძელდეს, რათა ადამიანმა მუდმივად გაიუმჯობესოს და შეიძინოს ახალი უნარები.