"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 34% თავს დასაქმებულად თვლის. გამოკითხულთა 66% კი, თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, 2010 წლის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებლები სტაბილურია.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.