ღირს თუ არა სესხის გალარება?

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ საბანკო სესხის გალარებასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს უფასო კონსულტაციას სთავაზობს.

საბანკო სესხის მფლობელები ცხელ ხაზზე - 2 40 05 05 შეძლებენ რჩევების მიღებას. გარდა ამისა, მოქალაქეებს ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტებთან პირადი კონსულტაციის გავლაც შეეძლებათ.

„მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ, ესტუმრონ ვებგვერდს www.gaige.ge, თავად დათვალონ სესხის კალკულატორის მეშვეობით და გაიგონ, ღირს თუ არა სესხის აშშ დოლარიდან ლარში გადატანა,“ - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ხვალიდან სესხების გალარების პროგრამა იწყება. პროგრამა 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, დოლარში აღებული სესხების ლარში კონვერტაციას, ასევე 100 000 ლარამდე სესხის ლარში გაცემას ითვალისწინებს. სესხის გალარება ერთჯერადი და ნებაყოფლობითი აქციაა.