აშშ-მა შესაძლოა რუსეთს გარკვეული სანქციები მოუხსნას, თუ ვაშინგტონი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მიაღწევს შეთანხმებას ბირთვული შეიარაღების მნიშვნელოვან შემცირებაზე. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანულ Bild-თან და ბრიტანულ Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთს სანქციები დაუწესეს. მოდით ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რუსეთთან რამე კარგი შეთანხმების დადებას. დავიწყოთ იქედან, რომ ბირთვული შეიარაღება მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
„რუსეთი ზარალს განიცდის სანქციების გამო, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც სარგებელს მოუტანს ბევრ ადამიანს“, - აღნიშნა აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.
ინტერვიუში ტრამპმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის ჩარევა სირიის კონფლიქტში.
მისი თქმით, აღნიშნულმა „ჰუმანიტარული კატასტროფა“ გამოიწვია.