რისი ცოდნაა აუცილებელი თანამედროვე და წარმატებული პროექტ-მენეჯერისთვის?!

თანამედროვე გლობალურ ბიზნესგარემოში, რომლისთვისაც დამახასიათებელია დროის სიმცირე, აუცილებელია ხარჯების დეტალურად განსაზღვრა, პროექტების ვადებში, მკაცრად გაწერა და დასახული მიზნების განხორციელება.

რა არის საჭირო წარმატებისთვის?

„პროექტების მართვა მარტივად“, ეს არის წიგნი პროექტების მართვის პრინციპების, მათი გამოყენების გზებისა და პროექტის მსვლელობის პროცესში მისი წარმატებით მართვის შესახებ. ილია რევია - პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP), ტრენერი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი წიგნის შესახებ გვესაუბრება:

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში სიტუაცია პროფესიული ლიტერატურის თარგმნის კუთხით გამოსწორდა, ქართველი მკითხველი მაინც არაა განებივრებული სპეციფიურ ბიზნეს-დარგებში წიგნების კარგი თარგმანებით. განსაკუთრებით იშვიათია პროექტების მართვაში პროფესიული ლიტერატურის გამოცემები. სწორედ ამიტომ, გამომცემლობა პალიტრას L-ის მიერ სტენლი პორტნის ბესტსელერის „პროექტის მართვა მარტივად“ თარგმნა მისასალმებელი მოვლენაა. „პროექტის მართვა მარტივად“ წარმოადგენს ე.წ. reference ტიპის წიგნებს, და მისი გამოცემა მით უფრო სასიხარულოა, ვინაიდან აქამდე ქართულ ენაზე გამოცემული იყო მხოლოდ PMBOK სტანდარტი, ხოლო სხვა სერიოზული ლიტერატურა პროექტების მართვაში სამწუხაროდ, არ გამოსულა.

bpnწიგნში დეტალურადაა განხილული ყველა ის ცოდნის სფერო, რომელიც სჭირდება თანამედროვე პროექტ მენეჯერს თავისი საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათვის. ესაა:

• ამოცანების შინაარსის ჩამოყალიბება;

• ვადების და ბიუჯეტის მართვა;

• პროექტში არსებული რისკების;

• საპასუხო ღონისძიებების განსაზღვრა;

• შესყიდვების მართვა და ა.შ.

"პროექტის მართვა მარტივად" აგრეთვე აღჭურვილია პრაქტიკული რჩევებით, დოკუმენტების შაბლონებითა და ინსტრუმენტებით, რომლებიც ასევე დასჭირდება თანამედროვე პროექტ მენეჯერს.

ჩემი აზრით, წიგნი გამოსადეგია როგორც დამწყები, აგრეთვე გამოცდილი პროექტ მენეჯერებისთვისაც, რომლებსაც სჭირდებათ ცოდნის გაღრმავება ან პროექტის მართვის კონკრეტულ სფეროებში არსებული პროცესების დანერგვა თავიანთ ორგანიზაციებში. როგორც ერთდროულად პრაქტიკოსმა პროექტ მენეჯერმა და ტრენერმაც, შემიძლია დავსძინო, რომ წიგნი აგრეთვე გამოდგება, როგორც სახელმძღვანელო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში თუ ტრენინგ ცენტრებში არსებული პროექტის მართვის სასწავლო კურსების ფარგლებში.“

იხილეთ მსგავსი სტატიები:

https://www.facebook.com/lurjiokeane/?fref=ts

https://bpn.ge/finansebi/30265-tsigni-romelic-did-cvlilebebs-moakhdens-qarthul-biznes-seqtorshi.html?lang=ka-GE

https://bpn.ge/biznesi/28610-jer-tsaikithkhe-da-hopla-mere-thqvio.html?lang=ka-GE