საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავას ინფორმაციით, სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს. ამის შესახებ ირაკლი გოგავა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
ორი ძებნილის ინვესტიცია ალბანეთში!
სააკაშვილმა და კეზერაშვილმა ალბანეთში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს და Gulf-ის 70 ბენზინგასამართ სადგურს ხსნიან. ალბანეთში Gulf-ის სახელით მათი ფირმები “Sun Petroleum Albania Trading” JSC და “Sun Petroleum Albania” LLC მოქმედებენ. საქართველოში Gulf-ის ოპერატორი "Sun Petroleum Georgia LLC" იყო. ეტყობა "კეზერას" ეს სახელი კარგად აქვს დაცდილი. ქსელის ასამუშავებლად Gulf-ის ქართული მენეჯმენტი წაიყვანეს. ქართველი ხალხისგან ნაძარცვი ფული "საიმედოდ" დააბინავეს. თუ ერთ-ერთი ყოფილი ქართველი "გალფელის" რეზო სააკაძის ამჟამინდელი პოზიციიდან ვიმსჯელებთ, შესაძლოა ალბანეთის KFC (სწრაფი კვების ქსელი) კეზერაშვილს ეკუთვნის.