საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლებს შეახსენებს, რომ 2016 წლის 15 იანვარს ძალაში შევიდა ”მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-13 პუნქტი, რომლის თანახმად, ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ.
”მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძველი რედაქციით, ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყვეტილიყო არაუმეტეს 15 წუთში ერთხელ”, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.