საპარლამენტო უმცირესობა „გაზპორმთან“ დაკავშირებით უმცირესობის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის დაბარების საკითხს ბიუროს სხდომაზე დასვამს.
როგორც ბიუროს სხდომის დაწყების წინ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უფრო მეტი მოისმინეს „გაზპრომის“ წარმომადგენლისგან, ვიდრე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისგან.
კაპანაძის თქმით, კახა კალაძე ვალდებულია პარლამენტში მივიდეს და არსებულ კითხვებს დეტალურად უპასუხოს.
„შეთანხმება, რომელსაც მინისტრი კალაძე „გაზპრომთან“ დებს, არის ჩვენი ინტერესების დამაზიანებელი. პრობლემას ყველა ჩვენგანი ძალიან მალე იწვნევს. კალაძე ვალდებულია ანგარიში ჩაგვაბაროს და გვითხრას, კონკრეტულად რატომ არის აღნიშნული შეთანხება კარგი, როგორც ამას აცხადებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელიდან ვუშვებთ ბერკეტს, რაც წლების განმავლობაში რუსეთთან მიმართებით გაგვაჩნდა და ეკონომიკურად ცუდ შედეგს ვიღებთ. ამიტომ კალაძე უნდა მოვიდეს და ეს ყველაფერი აგვიხსნას. მან ასევე უნდა აგვიხსნას, რატომ საუბრობდა „გაზპრომი“ ულტიმატუმით იმ პირობებში, როცა ჩვენ ამ თემაზე ძალიან ძლიერი პოზიცია გაგვაჩნია და ამის შემდეგ რატომ დავუთმეთ მას“, - განუცხადა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.