ჯიხურებში ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასი 10-დან 60 თეთრამდე გაიზარდა.
კერძოდ ”კენტი” 40 თეთრით 3.20 ლარიდან 3.60 ლარამდე გაიზარდა. ასევე 40 თეთრით გაძვირდა „პალმალი“, „ლაქისთრაიკი“ და „ვაისროი“. 10 თეთრით გაძვირდა „ვოგი“, რომლის ფასმა 4 ლარს მიაღწია. 50 თეთრით 2.70 ლარიდან 3.20 ლარამდე გაძვირდა ”როტმანსი”.
სიგარეტზე ფასის მატება ჯერ კიდევ ახალ წლამდე, დეკემბრიდან დაიწყო და მაშინ ფასები 20-30 თეთრით გაიზარდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 20 თეთრით გაძვირდა „კენტი“ და „ვინსტონი“; „მალბოროსა“ და ”პარლამენტის” ფასმა კი 30 თეთრით მოიმატა.
1 იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა.