ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7084 ლარი გახდა

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7084 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7211 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.27 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 იანვრიდან შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 17 იანვრისთვის 2.8695 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8961 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.66 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირაც, რომელიც 17 იანვრისთვის 0.7189 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7145 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.44 თეთრი შეადგინა.

ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 17 იანვრისთვის 3.2666 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3233 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 5.67თეთრი შეადგინა.