რეკლამაში დახარჯული ყოველი ევრო ევროკავშირის მშპ-ს 7 ევროთი ზრდის.
რეკლამისდამკვეთთა მსოფლიო ფედერაციის (WFA) ანგარიშის თანახმად, რეკლამაში დახარჯულ თანხას ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ბიუჯეტში 643 მილიარდი დოლარი შეაქვს, ქმნის მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს, ზრდის კონკურენციას ბაზარზე და საქმისადმი ინოვაციურ მიდგომას.
კვლევის თანახმად, რეკლამაში დახარჯულ თანხას ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6% უკავია და რეკლამის სფეროზე 5,8 მილიონი სამუშაო ადგილი მოდის, რაც ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებულთა 2,6%-ია.
„ჩვენ გვინდა, რომ პოზიტიური სიგნალი მივიტანოთ საზოგადოებისადმი და ავხსნათ რეკლამის ნამდვილი როლი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რეკლამა არ არის მხოლოდ მომაბეზრებელი, ის პროდუქტიულია“, - აღნიშნა WFA-ს ხელმძღვანელმა სტივენ ლოერკმა.
marketingweek-ის მონაცემებით, 2013 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, რეკლამაში დახარჯული ყოველი 1 ფუნტი ქვეყნის ეკონომიკას 6 ფუნტით ზრდიდა. იაპონიასა და ავსტრალიაში კი ეს მაჩვენებელი 6-დან 8 ევრომდეა.