როგორ შეიქმნა "ჩიპსი"

კარტოფილის "ჩიპსი" პოპულარობას არ კარგავს და ის ბევრი ჩვენგანის საყვარელი წასახემსებელი საკვებია, რომლის ისტორიაც 1853 წლიდან იწყება.

წარმოშობით აფრიკელი ჯორჯ კრამი, რომელიც მზარეული იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ის 1822 წელს ნიუ იორკში დაიბადა. ადრეულ წლებში ნადირობის მსურველთა გიდად და Cary Moon’s Lake House-ში დასთან ერთად მზარეულად მუშაობდა, სადაც კულინარიული უნარების განვითარება და დახვეწა შეძლო. ჯორჯ კრამს ექსპერიმენტების არ ეშინოდა. ტბასთან მდებარე პატარა სახლი ბევრ ტურისტსა და დამთვალიერებელს იზიდავდა, როდესაც კრამმა, როგორც მზარეულმა, პოპულარობა მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე