ქვეყნის საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით აუდიტორულმა კომპანია UHY- ABG Consulting-მა რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვა დაიწყო. როგორც აუდიტორიული კომპანიიდან იუწყებიან, UHY- ABG Consulting-მა მოგების გადასახადის ახალ მოდელთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა კახეთის რეგიონში უკვე გამართა.
მათივე განმარტებით, შეხვედრაზე ადგილობრივ კომპანიებს მოგების გადასახადის ახალ, ესტონურ მოდელთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ამასთან, შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა, UHY-ABG Consulting-ის წარმომადგენლებმა ცვლილებების არსზე, მოგების გადასახადის ახალი მოდელის ამოქმედების შედეგად გამოწვეულ სირთულეებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
UHY-ABG Consulting-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 40-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
”გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს, რათა საფინანსო სექტორში დასაქმებულ სპეციალისტებს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ დაგეგმილი და მიმდინარე ცვლილებებისა და რეფორმების შესახებ.
UHY- ABG Consulting- აღნიშნულ საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში კვლავ გააგრძელებს”, - აცხადებენ კომპანიაში.
საინფორმაციო შეხვედრები გორში, მარნეულში, ბათუმში და ზუგდიდში გაიმართება.