17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6543 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7084 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 5.41 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 18 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 18 იანვრისთვის 2.8335 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8695 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირაც, რომელიც 18 იანვრისთვის 0.7022 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7189 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 1.67 თეთრი შეადგინა.
ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 18 იანვრისთვის 3.2271 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2666 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 3.95 თეთრი შეადგინა.