ღვინოზე საუბრის დროს ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ რომელი ღვინოა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და რომელი ღვინოები ითვლება ყველაზე პრესტიჟულ და გლამურულ სასმელებად.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დავარგებული (დაძველებული) ლეგენდარული ღვინოების ფასები ხშირად იცვლება და თუკი ერთი ღვინო წელს ყველაზე ძვირი ღირდა, მომდევნო წლებში შეიძლება სხვა გახდეს პოპულარული. ამიტომ, ხელაღებით მხოლოდ ერთი ღვინის გამორჩევა რთულია.
თუმცა, ღვინო, რომელზეც ახლა გიამბობთ, მუდმივად შედის მსოფლიოს ტოპ-ღვინოებს შორის და, ფასის კუთხით, ხუთეულის ქვემოთ არასოდეს ჩამოსულა.
საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად Domaine ჰქვია, ღვინოები მთელს მსოფლიოშია განთქმული და ძალზე ძვირიც ღირს. La Tâche -ს ღვინის ექსპერტებმა საუკეთესო ბურგუნდიული უწოდეს, ჰიუონ ჰუკმა კი (Huon Hooke) კეთილსურნელების, დახვეწილობისა და ბალანსის განსახიერება დაარქვა. იხილეთ გაგრძელება