მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდი აქვეყნებს სტატიას, სათაურით „გახლეჩილი გლობალური ეკონომიკის გამოსწორება მხოლოდ ინკლუზიურ კაპიტალიზმს შეუძლია“.
გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
მიღწევები, რომელიც მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას ამოძრავებს, ადამიანებს ეკუთვნით. მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციის ზემოქმედება გლობალურია, სხვადასხვა ხალხზე გავლენას მკვეთრად განსხვავებული საშუალებებით ახდენს. სწრაფად ცვალებადმა რეალობამ ზოგიერთი ქვეყნების ეკონომიკური პერსპექტივები გამოაცოცხლა; ზოგიერთი კი, ვინც ამ პროგრესს ჩამორჩა, უკმაყოფილო არიან გლობალური ეკონომიკით. მათთვის, ვისაც სჯერა, ისტორიისა და გამოცდილების საფუძველზე, ინოვაციის ძალის შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის განვითარების კუთხით მსოფლიო მასშტაბით, დროა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა შევქმნათ უფრო ინკლუზიური კაპიტალიზმი, სადაც სარგებელს ყველა მიიღებს. არავინ დავობს, რომ ისტორიულად, ინოვაცია და მსოფლიო ვაჭრობა პროგრესის უდიდესი ძალა იყო. უკანასკნელი მონაცემებით, გლობალური ეკონომიკა ხუთჯერ მეტია, ვიდრე 50 წლის უკან იყო და გლობალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა ამ პერიოდის განმავლობაში.
ეს ციფრები ასევე ნიშნავს მილიონობით სამუშაო ადგილს და გაუმჯობესებულ ცხოვრებას. 2015 წელს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მსოფლიო მოსახლეობის წილი 10%-ის ქვემოთ დაეცა. ასევე აშკარაა, რომ გლობალური ეკონომიკა ყველას თანაბრად არ ემსახურება. ფაქტობრივად, ბევრი ფიქრობს, რომ ის მათ არ ემსახურება. 2016 წელს, McKinsey Global Institute-მა გამოაქვეყნა ანგარიში განვითარებული ეკონომიკების 25 ქვეყანაში შემოსავლების შესახებ, რომლის თანახმად, ოჯახების 65-70% შემოსავლების იმ სეგმენტში იყო, რომელთა საშუალო შემოსავლის 2005-2014 წლებში შეჩერდა ან შემცირდა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია, როდესაც ვადარებთ 2005 წლამდე პერიოდს, როცა ეს ციფრი 2%-ზე ნაკლები იყო. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ზოგიერთი ასეთი ქვეყნის მოსახლეობა ფიქრობს, რომ გლობალური ეკონომიკა მათ არ ემსახურება. ეს იმედგაცრუება გამართლებულია.
მაგრამ პროგრესის ამოძრავებისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა დავაფიქსიროთ თუ რა არის არასწორი გლობალურ ეკონომიკაში და ამავდროულად აქტიურად მივიღოთ მასში მონაწილეობა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საბიუჯეტო სამინისტრო პროგნოზირებს, რომ ევროკავშირიდან გასვლა ეკონომიკის ზრდას 2.4%-ით შეამცირებს 2020 წლისთვის. მტკიცე და ინკლუზიური ქმედებების გარეშე ეკონომიკური რისკის ზრდა მხოლოდ გაგრძელდება. დღეს, კერძო სექტორს რეალური შესაძლებლობა აქვს ახალი სახეობის კაპიტალიზმის წინ წასაწევად, ანუ ინკლუზიური კაპიტალიზმის, რომელიც არ წარმოქმნის შემოსავლებს კორპორაციებისთვის, მაგრამ ქმნის შესაძლებლობებს და კეთილდღეობას ყველასთვის. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა იოლი არ იქნება. ის მოითხოვს ცალკე კომპანიებისგან, განსაკუთრებით გლობალური მოქმედების კომპანიებისგან, იმ პასუხისმგებლობის აღებას, რაც ტრადიციულად მათი საქმიანობის ნაწილი არ იყო.
კომპანიებს მოუწევთ უფრო მეტი გააკეთონ, რათა გაზარდონ ღირებულება, რომელსაც ისინი ქმნიან ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიებმა ქველმოქმედება უნდა დაიწყონ. პირიქით: ბიზნესი, რომელიც იზრდება და წარმატებულია ამ ცვალებად გარემოში, ის ბიზნესი იქნება, რომელიც ქმნის ყველაზე მეტ ღირებულებას საზოგადოებისთვის.