მსოფლიოს ბაზარზე ოქროს ფასი კვლავ გაიზარდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ფონზე ინვესტორების შიშია.
ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს ფიუჩერსები 0,17%-ით - 2.10 დოლარით გაიზარდა და უნციაზე 1215 დოლარი შეადგინა.
1.03%-ით გაძვირდა ვერცხლის მარტის ფიუჩერსები, რომლის ფასმა უნციაზე 17.33 დოლარი შეადგინა.