2016 წელს საქართველოს გავლით 850 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა

გასულ წელს საქართველოს გავლით დაახლოებით 850 მილიონი კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა.

ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, უდიდესი წილი 813.2 მილიონი კილოვატი საათი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით განხორციელდა. ელექტროენერგიის ტრანზიტი ასევე რუსეთიდან სომხეთის მიმართულებითაც განხორიელდა, რამაც 36.4 მილიონი კილოვატი საათი შეადგინა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ორი მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება 2016 წლის 5 თებერვალს დაიწყო.

კერძოდ, 5 თებერვალს დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდებოდა (ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით მხოლოდ თებერვალში და აპრილში განხორციელდა). 7 თებერვალს კი დაიწყო დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.