რომელი კლინიკები გამოეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა ათამდე კლინიკა გამოეთიშოს. მიზეზი გამოვლენილი ხარვეზებია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, კლინიკების ნაწილში თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან ის კლინიკები ამოვარდებიან, რომლებიც მომხმარებლებს დაბალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ჯანდაცვის მინისტრის შენიშვნებს კლინიკების უმრავლესობაში არ იზიარებენ. სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები მომსახურების მაღალ ხარისხსა და პაციენტებისთვის შექმნილ კომფორტულ გარემოზე მიუთითებენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე