თებერვლიდან სახერხი საამქროებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები საქართველოს რეგიონებში სახერხი საამქროს მფლობელებს შეხვდნენ.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო იუწყება, მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების საამქროების მიერ ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში სახერხ საამქროებში მიღებული მორის აღრიცხვა/გადამუშავების პროცესების მართვას, ორი ახალი - პროდუქტისა და ნარჩენის მოდული დაემატა.

”სახერხი საამქროს ელექტრონულ ჟურნალში პროდუქტის მოდულში, მეწარმე ასახავს რა პროდუქტი მიიღო გადამუშავებული ხე-ტყიდან, ასევე ელექტრონული ცნობის საფუძველზე დააფიქსირებს სახერხი საამქროდან პროდუქტის გატანას. მეწარმეებს ახალი რეგულაციები გააცნეს.

მრგვალი ხე-ტყის (მორის) აღრიცხვიანობა/მიკვლევადობის გაუმჯობესების მაღალი სტანდარტის შემუშავების მიზნით, ელექტრონული სისტემის ინტეგრირება სხვა დაინტერესებული სამსახურების სისტემებთან განხორციელდება.

რეგულაცია 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ცხელი ხაზის 153-ის და ელექტრონული ფოსტა help@emoe.gov.ge -ის გამოყენებით, ხელს შეუწყობს მეწარმეებს რეგულაციების ათვისებაში”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.