რა უნდა იცოდეთ, თუ ვაზის დარგვას და ღვინის დაყენებას აპირებთ

როდესაც ადამიანი ვენახის გაშენებას და ღვინის დაყენებას გადაწყვეტს, ხშირ შემთხვევაში მისი ცოდნა ამ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვერაა სათანადო დონის და ამიტომ, იგი ცდილობს უკეთ გაერკვეს პირველ რიგში იმაში, თუ როგორ გააშენოს ვენახი და როგორ მოუაროს ვაზს. გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე იმ ადამიანებისგან, ვისაც ვენახის გაშენება და მეღვინეობა აქვთ გადაწყვეტილი.

კითხვა: ვაზი რა სიღრმეზე უნდა დავრგოთ და რამდენია დაშორება ნარგავებს შორის?

პასუხი: ვაზი ირგვება დაახლოებით ისე, რომ 2 საკვირტე უნდა დარჩეს მიწაში, ანუ სადღაც 30-35 სანტიმეტრის სიმაღლეზე. ვაზებს შორის დაშორება ჯობია, რომ იყოს 1.4 ან 1.5 მეტრი, იმიტომ რომ ჰაერაცია მეტი აქვს და უფრო თამამი იზრდება. თუ ახლოს დარგავთ. მაშინ მოსავლიანობა ნაკლები ექნება.

კითხვა: როდის უყენებენ ვენახს სარებს?

პასუხი: სარები უნდა დაერჭოს გაშენებიდან მესამე წელს, როდესაც ვაზი მიაღწევს ზრდასრულ ასაკს. სარი რომ დადგება, უნდა გაიბას მავთულიც და ვაზი დაკავდეს მავთულზე.

კითხვა: როგორ ირწყვება ვენახი. რამდენჯერ ან როდის?

პასუხი: ძირითადად მხოლოდ ახალშენი ვენახი ირწყვება. ზოგან კი ესეც არაა საჭირო. მაგალითად, სიღნაღის უკანა მხარის სოფლებში საერთოდ არ ირწყვება, მაგრამ მოსავლიანობა საკმაოდ კარგია, მაინც რადგან წვიმა თავისას აკეთებს. მაგრამ ახალ დარგულ ვაზს თავიდან სამ დღეში ერთხელ თითო ლიტრა წყალი რომ დაესხას ძირებში, უფრო ადვილად იხარებს და საქმეც გაადვილდება.

კითხვა: რა წამლის შეტანა უნდა მოხდეს ვენახში?

პასუხი: ახალ დარგული ვაზი როგორც კი იხარებს - იწყება წამლობა. ახალი ვაზი ჯერ მიწის პირზეა და პატარაა, ამიტომ მიწიდან ნესტს იღებს ღამღამობით, ნამი რომ ეცემა და ეს ნესტი და ნამი დაავადებების: ნაცრისა და ჭრაქის რესურსია და პატარა ვაზი აუცილებლად უნდა იწამლოს. ყველა ვენახს სხვადახვანაირი წამლობა სჭირდება. ამიტომ, კარგი აგრონომის კანსულტაცია აუცილებელია. იხილეთ გაგრძელება