გერმანული ავტომწარმოებელი „ფოლკსვაგენი“ ლეგენდარული მოდელის Type II-ს განახლებული სახით გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნოლოგიური მიღწევების ვებგვერდი cnet.com აქვეყნებს.
მათი ცნობით, ავტომწარმოებელმა მოდელის კონცეპტუალური ვერსია 2017 წლის იანვარში, დეტროიტში გამართულ ავტოშოუზე წარმოადგინა.
განახლებული Type II ელექტრონული და ავტოპილოტით აღჭურვილი იქნება.
მინიმენი 8 ადამიანზეა გათვლილი.
2025 წლისთვის „ფოლკსვაგენი“ 30 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის გამოშვებასა და წელიწადში 2-3 მილიონი ერთეულის გაყიდვას გეგმავს.
Type II-ის გამოშვება 1950 წელს დაიწყო და მალევე ამერიკის კონტრკულტურის სიმბოლოდ იქცა. მოდელის მწარმოებელი ბოლო ქარხანა ბრაზილიაში 2013 წელს დაიხურა.