შევეცდებით, რომ მთელი რესურსის დიდი ნაწილი სოფლის სკოლებზე დაიხარჯოს , - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, მაღალმთიან სოფლებში პედაგოგებსა და მოსწავლეებს მთავრობიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.
„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოში სოფლის სკოლები ყველაზე მაგარი იყოს. ოჯახები ამ მიზეზით არ უნდა მოდიოდნენ, არამედ პირიქით, ვინც წამოსულია, უკან უნდა დავაბრუნოთ. პედაგოგების ხელშეწყობაც იქნება. ინფრასტრუქტურის, ბიბლიოთეკისა და კინოთეატრის დამატება მოხდება. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი ხელშეწყობა მცირე სკოლებისკენ წავა“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.