ჭიათურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც რეგიონული განვითარების სამინისტრო იუწყება, 6 კმ-იანი გზაზე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
რეაბილიტაციის პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად დაათვალიერა.
”გზის მაქსიმალური სიგანე 5 მეტრია. გზა, რომელიც სოფელ სკინდორსა და სხვა მაღალმთიან სოფლებს ერთმანეთთან და ჭიათურასთან დააკავშირებს, ასფალტ-ბეტონის საფარით დაიფარება.
პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარს აღწევს და სამუშაოებზე 10 ადამიანია დასაქმებული. გზის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება”, - აცხადებენ სამინისტროში.