რას საქმიანობდნენ ცნობილი მწერლები, სანამ ცნობილები გახდებოდნენ?

ჭურჭლის რეცხვა, მექანიკოსობა, კურიერობა, დამლაგებლობა - ეს იმ საქმიანობების არასრული ჩამონათვალია, რითაც თავს ირჩენდნენ მსოფლიოში ცნობილი მწერლები, სანამ სახელს გაითქვამდნენ. რამდენიმე ცნობილი მწერლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდმა Digital Culture-მ გამოაქვეყნა.

ჯეიმს ჯოისი - XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტი, რომლის ყველაზე გახმაურებული რომანია „ულისე“, სანამ ცნობილი გახდებოდა, რამდენიმე საქმიანობით ირჩენდა თავს. კერძოდ, უკრავდა გიტარასა და პიანინოზე, წერდა მუსიკას და მსახიობობდა კიდეც.

ჩაკ პალანიკი - ამერიკელი, უკრაინული წარმოშობის ნოველისტი და ჟურნალისტი. ავტორი რომანისა „მებრძოლთა კლუბი“. მის პროფესიულ ბიოგრაფიაშია - ჭურჭლის მრეცხავად, კურიერად და მექანიკოსად მუშაობა.

უილიამ ფოლკნერი - ამერიკელი მწერალი, რომელიც ცნობადობამდე მისისიპის უნივერსიტეტში საფოსტო განყოფილების უფროსად მუშაობდა.

კენ კიზი - ავტორი ნოველისა „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. ამერიკელი მწერალი სახელის მოხვეჭამდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამლაგებლად და CIA-ში მოხალისედ მუშაობდა.

კურტ ვონეგუტი - ამერიკელი რომანისტი, რომელიც სატირის, შავი იუმორისა და სამეცნიერო ფანტასტიკის უბადლო ოსტატად იყო აღიარებული. ვონეგუტი თავს მანქანის დილერობით ირჩენდა.

სტივენ კინგი - ამერიკელი მწერალი, რომელიც ცნობადობამდე საშუალო სკოლის დამლაგებლად მუშაობდა.

ჯერომ სელინჯერი - ამერიკელი მწერალი შვედეთის საკრუიზო ლაინერში სანახაობებს დგამდა და შემოსავალს ამით იღებდა.

ჰარპერ ლი - ამერიკელი მწერალი, რომელიც თავს ნიუ-იორკში ავიაბილეთების ოპერატორად მუშაობით ირჩენდა.

სკოტ ფიცჯერალდი - სანამ თავისი რომანებით სახელს გაითქვამდა, სარეკლამო სააგენტოში მუშაობდა და ტროლეიბუსების პლაკატებისთვის სლოგანებს წერდა.

ჯეკ ლონდონი - სათავგადასავლო მოთხრობებითა და სოციალური რომანებით ცნობილი ამერიკელი მწერალი ხამანწკების დაჭერით ირჩენდა თავს.

ჩარლზ დიკენსი - „დევიდ კოპერფილდის“ ავტორი, ინგლისელი მწერალი, სანამ ცნობილი გახდებოდა, ფეხსაცმელების გასაპრიალებელ ქარხანაში მუშაობდა.