„საქართველოს ბანკმა” უკვე მეშვიდედ Global Finance-ის ჯილდო „საქართველოში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“ მიიღო.
როგორც ბანკი იუწყება, აღნიშნული ჯილდო Global Finance-ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო ბანკების დაჯილდოების“ ფარგლებში გაიცა.
”საქართველოს ბანკს“ ჯილდო გადაეცა ისეთი კრიტერიუმების წარმატებით დაკმაყოფილებაში, როგორიც არის: ვაჭრობის დაფინანსების ოპერაციების წარმოების საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და გარიგებების მოცულობა“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის გამოცემა 1987 წელს დაფუძნდა და 180 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით.
Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.