"გაზპრომთან" დაკავშირებით მე რა განცხადებებიც მოვისმინე, ეს არის ან სპეციალურად ატეხილი აჟიოტაჟი, ან სერიოზულ დეკვალიფიკაციასთან გვაქვს საქმე. ეს ოპოზიციაში მყოფ, განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობის" ორივე მხარეს შეეხება" ,- ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.
"როგორც პრემიერმა განაცხადა, შეიძლება ცოტა უკეთესი პირობები გვინდოდა, მაგრამ კომერციული მოლაპარაკებაა და სამწუხაროდ, ეს არის ის, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო არსებული რეალობის გათვალისწინებით. მე ვფიქრობ, საკმაოდ ბევრჯერ გაკეთდა ამგვარი კომენტარები და ამ აჟიოტაჟის საფუძველი ნამდვილად არ აქვს არავის",- განაცხადა დოლიძემ.