დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 112 მილიონი ლარით გაიზარდა

2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების წმინდა მოგება წინა თვესთან (ნოემბერთან) შედარებით 112 მილიონით გაიზარდა და 679 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით ეს მონაცემი 567 მილიონი იყო.

2016 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

რაც შეეხება აქტივებს, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.2 მლრდ ლარით, ანუ 4.4%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.3 პროცენტი შეადგინა) და პირველი დეკემბრისათვის 28.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.