2014 წლიდან მოყოლებული ევრო დოლართან მიმართებაში 6,5%-ით დაეცა.
ანალიტიკოსთა განცხადებით, ამის მიზეზი „ევროპის ცენტრალური ბანკის“ პროგრამა გახდა, რომელიც ამ ბანკის მიერ ევროზონის ცენტრალური ბანკებიდან ბონდების შესყიდვას უკავშირდებოდა.
როგორც WSJ „ბუნდესბანკის“ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, ევროს დოლართან ერთი დღის განმავლობაში გაუფასურების ექვსიდან სამი შემთხვევა სწორედ ამ პროგრამის მოქმედების პერიოდს უკავშირდებოდა.
დოლართან მიმართებაში ევროს მოცულობითი მეორე ვარდნა 2015 წლის იანვარში დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა პროგრამის შესახებ გამოაცხადა.
WSJ აღნიშნავს, რომ ევროს გაუფასურება დადებითად აისახება მსხვილ ევროპულ ექსპორტიორ კომპანიებზე, ვინაიდან მათ მსოფლიო ბაზრებზე შედარებით მეტად კონკურენტული პროდუქციის წარმოების საშუალება ეძლევათ.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მარიო დრაგის განცხადებით, რეგულატორი არ ცდილობს სპეციალური გავლენა მოახდინოს ევროს კურსზე.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რაოდენობითი შემსუბუქების პროგრამა 2015 წლის მარტში აამოქმედა. მარეგულირებლის განცხადებით, უკვე დეკემბერში 60 მილიარდ ევრომდე შეამცირებს აქტივების შესყიდვას და ეს შემცირება 2017 წლის აპრილიდან დეკემბრამდე იმოქმედებს.
კოკა კვირკველია