სადახლოსა და სარფში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი (233 აბი), ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი (623 აბი) მედიკამენტები და მარიხუანა (0,94 გრამი) აღმოაჩინეს.
”საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ”, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.