დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობას ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურის დასაწყებად პარლამენტის თანხმობა სჭირდება, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება. აღნიშნული ნიშნავს, რომ მთავრობა ვერ მოახერხებს Brexit-ის პროცესის დაწყებას მარტის ბოლომდე.
ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებს.
სასამართლო სხდომის დროს ოპონენტებმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ Brexit-ის პროცესთან დაკავშირებით მათი პოზიციის იგნორირება, არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება.