24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6891 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6868 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.23 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 25 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევროც, რომლის კურსი 25 იანვრისთვის 2.8867 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8851 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირაც, რომელიც 25 იანვრისთვის 0.7196 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7127 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.69 თეთრი შეადგინა.
ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 25 იანვრისთვის 3.3501 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3496 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა.