„ვითიბი ბანკმა“ 2016 წელს 50 მილიონი ლარის ოდენობის აგრო სესხი გასცა

2016 წლის შედეგებით, „ვითიბი ბანკმა“ 1900 აგრო სესხი გასცა, ჯამურმა თანხამ 50 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც „ვითიბი ბანკი“ იუწყება, აქედან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17 მილიონი ლარის სესხი. წლის განმავლობაში „ვითიბი ბანკის“ აგროკრედიტების პორტფელის ზრდამ 26% შეადგინა. 2016 წლის განმავლობაში „ვითიბი ბანკის“ აგრო სესხები გაიცა მემცენარეობის, მევენახეობის, მეცხოველეობის, სასათბურე მეურნეობების და სხვა სექტორების დასაფინანსებლად.