თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების მოსაკრებელი იზრდება. ცვლილება პირველი მარტიდან ამოქმედდება და მომსახურების საკომისიო 22-დან 24 დოლარამდე მოიმატებს. აირზენას ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ტავ ჯორჯიას მხრიდან მომსახურების ფასის მატება არასწორია. მისი თქმით, თურქული კომპანია ავიაბაზარს მაღალ ფასებსა და დაბალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
როგორც ავიაკომპანია "ეარ ჯორჯიას" კონსულტანტი აცხადებს, ცვლილება ავიაბილეთების ფასს გაზრდის და დადებითად მხოლოდ თურქული "ტავ ჯორჯიას" შემოსავლებზე აისახება. გიორგი კოდუას განმარტებით, მგზავრთა მომსახურების საკომისიო არ იბეგრება და შესაბამისად, მოსაკრებლის ფასის ზრდას არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე