ქალაქ თელავის მერიის ბალანსზე არსებულ 10 ა(ა)იპ ორგანიზაციას დაფინანსება 10%-ით შეუმცირდა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფოსის, მურად ფანცქალაშვილის განცხადებით , მიმდინარე წელს მხოლოდ ერთ ა(ა)იპ ორგანიზაციას, ბაგა-ბაღების გაერთიანებას გაეზრდება დაფინანსება.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ ორგანიზაციებისთვის გამოყოფილია 3 მილიონ 69 000 ლარი. ბაგა-ბაღები დაფინანსდება 10 000 ლარით, ხოლო დანარჩენ ა(ა)იპ ორგანიზაციებს შეუმცირდებათ დაფინანსება. შემცირდა ასევე უწყების სახელფასო ფონდი და წლის განმავლობაში დაგეგმილი ოთხჯერადი დანამატიდან მხოლოდ ერთი პრემია გაიცემა.