კახა კალაძე მინსკში “ენგურჰესთან” დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქალაქ მინსკში, კომპანია ”ჩერნომორენერგოს” წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც სამინისტრო იუწყება, მინისტრი მინსკში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე იგეგმება ,,ენგურჰესზე“ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.