რუსთავში ,,აზოტის" გათავისუფლებული თანამშრომლები საწარმოს შესასვლელთან არიან შეკრებილები

რუსთავში ,,აზოტის" ქარხნიდან ახალმა მენეჯმენტმა თანამშრომლები შეამცირა.როგორც კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გათავისუფლებული მუშები საწარმოს შესასვლელთან არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ სამსახურიდან მათი გაშვება კანონის დარღვევით, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე მოხდა.

როგორც ,,აზოტის" ახლა უკვე ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, დღეს დილით სამსახურში მივიდნენ დაცვამ კი საწარმოს ტერიტორიაზე აღარ შეუშვა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ გათავისუფლებულები არიან.

სამსახურიდან გათავისუფლებულების ინფორმაციით, 350-მდე, ძირითადად საპენსიო ასაკის, თანამშრომელი შეამცირეს.

საწარმოში აცხადებენ, რომ შპს ,, აზოტი" გაიყიდა და სს ,,რუსთავის აზოტი" გახდა, ახალი მეპატრონე ამ ეტაპზე მენეჯმენტს ალაგებს და თანამშრომლების რაოდენობას თავად განსაზღვრავს.