თბილისის ანძა რამდენიმე დღე ნაწილობრივ იქნება განათებული

შპს „თბილისერვის ჯგუფი“ თბილისის სატელევიზიო ანძაზე გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. როგორც „თბილისერვის ჯგუფიდან“ იუწყებიან, აღნიშნულის გამო თბილისის ანძა რამდენიმე დღის განმავლობაში ნაწილობრივ იქნება განათებული.