”იფქლის” გენერალური დირექტორის მოადგილე - თუ ლარი კვლავ გაუფასურდება, არ არის გამორიცხული პურის ფასმა მოიმატოს

პურის მეწარმეები მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ არსებული ფასი პროდუქტზე, თუმცა თუ ვალუტის კურსი კვლავ შეიცვლება, მაშინ იძულებულები ვიქნებით პურის ფასმაც მოიმატოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანია ”იფქლის” გენერალური დირექტორის მოადგილე ბაქარ ბაკურაძემ განაცხადა.

როგორც ბაქარ ბაკურაძემ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ პურის საწარმოებლად საჭირო ინგრედიენტების იმპორტი ხდება, ფასი დამოკიდებულია ლარის კურსზე დოლართან მიმართებაში, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ პურის ფასმა მოიმატოს იმ შემთხვევაში, თუ ლარი კვლავ გაუფასურდება. ამასთან, შპს „იფქლის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს ბაქარ ბაკურაძეს უჭირს სამომავლოდ პროგნოზის გაკეთება.

”პურის ტარიფი დამოკიდებულია ნედლეულის ფასზე დოლარის კურსის მატებასთან შესაბამისად. ყველა ინგრედიენტი, რაც პურის წარმოებაში გამოიყენებოდა, ყველაფერზე მომატებულია ფასი. პურის მეწარმეები მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ არსებული ფასი. არსებობს გარკვეული მარაგები და ვცდილობთ, მარაგების ხარჯზე შევინარჩუნოთ ფასი. იმ შემთხვევაში, თუ არსებული სიტუაცია დასტაბილურდება ამ ნიშნულზე, როგორც დღეს ვიმყოფებით, სავარაუდოდ, შენარჩუნდება პურზე არსებული ფასი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის კურსი კვლავ შეიცვლება, მაშინ იძულებულები ვიქნებით პურის ფასმაც მოიმატოს”, - განაცხად ბაქარ ბაკურაძემ.