პარლამენტის შესასვლელთან, საფინანსო კომპანია ”საქართველოს” დაზარალებულების მორიგი თეატრალიზებული საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაუბრუნდეთ მათი კუთვნილი თანხა, რომელიც საფინანსო კომპანია ”საქართველომ” მიითვისა. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ფოტოები, მათ აქციაზე ასევე სიმბოლურად მიტანილი აქვთ ქაღალდისგან გაკათებული ჯაჭვი, ნიშნად იმისა, რომ მთავრობასა და მოსახლეობას შორის კონტაქტი გაწყვეტილია.
აქციის მონაწილეებს ჩართული აქვთ სამგლოვიარო მარში. მათი თქმით, დღესვე, საფინანსო კომპანია ”საქართველოს” მეანაბრეები შეხვედრებს გამართავენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან, მათ შორის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან.
პარლამენტის წინ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს.