ქუჩებში განთავსებულ „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე 1 ლარიანი საკომისიო გაუქმდა. საუბარია საბანკო ოპერაციებზე, რაც თიბისი ბანკის ანგარიშზე თანხის შეტანას გულისხმობს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „თიბისი ფეის“ დირექტორმა ანზორ მანწკავამ უთხრა, ეს ცვლილება 5 იანვრიდან მოქმედებს.
„თიბისი“ ბანკის შენობებში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე არც აქამდე იყო საკომისიო, თუმცა, 5 იანვრიდან აღარც ქუჩაში არსებულ აპარატებზე ჩამოეჭრებათ მოქალაქეებს 1 ლარი. კერძოდ, ქუჩებში არსებულ აპარატებზე თქვენი უკონტაქტო საბანკო ბარათით აპარატზე იდენტიფიკაციის შემთხვევაში ისეთ საბანკო სერვისებზე, როგორიცაა სესხის დაფარვა, ანგარიშზე თანხის შეტანა, დეპოზიტის შევსება და ა.შ. ქუჩაში მდგომი აპარატები საკომისიოს - 1 ლარს აღარ ჩამოგაჭრით,“- აღნიშნა მანწკავამ.