ღვინის ყიდვის დროს ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ ეტიკეტს. შესაძლოა ეტიკეტზე, მაგალითად, "ქინძმარაულის" ნაცვლად ეწეროს "ქინძმარული". ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ღვინის სრული სახელწოდება. იარლიყზე აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული: სერტიფიცირების კოდი, სრული დასახელება იმ ფირმისა, რომლის მიერაც არის დამზადებული ესა თუ ის ღვინო, რომელ წელს არის ჩამოსხმული.
სასურველია, იარლიყზე ასევე ფიგურირებდეს ღვინის დაყენების ტექნოლოგია და რომელ ჭურჭელშია ღვინო დაყენებული.
იხილეთ გაგრძელება allwine.ge