რუსთავში ცენტრალურ და შემოვლით გზებზე, ასევე ხიდებზე ტექნიკური მარილის დაყრა დილიდან მიმდინარეობს. როგორც რუსთავის მერიის ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის უფროსმა ბადრი მოდებაძემ განაცხადა, „ავტომობილი 2003", რომელსაც ტენდერი აქვს მოგებული, ქუჩებში ტექნიკური მარილის დაყრას აწარმოებს.
„ამ დრომდე ყინვისა და დიდთოვლობის გამო რუსთავში გზებზე პრობლემები არ შექმნილა. ტექნიკური მარილის მარაგი საკმარისია, იმისათვის, რომ თუ დიდთოვლობა და ნალექი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება, გზებზე მარილი დაიყაროს და ტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემები არ შეექმნას", - განაცხადა ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის უფროსმა ბადრი მოდებაძემ.