რა დარღვევები გამოვლინდა 2016 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე?

გასულ წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სამართალდარღვევის 14 973 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს 6 464-ით ნაკლები სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება ფაქტებს, ყველაზე მეტი - 5 711 შემთხვევა, საქართველოში შემოსვლაზე უარი იყო; 3 592 - საქართველოში დეპორტაცია; 2 956 შემთხვევაში - სავიზო რეჟიმის დარღვევა დაფიქსირდა; 1 291 შემთხვევა კი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა იყო.

გარდა ამისა, გასულ წელს სახელმწიფო საზღვარზე შემდეგი სახის დარღვევები დაფიქსირდა - საზღვრის უკანონო გადაკვეთა; ძებნილი პირის დაკავება; ყალბი (გაყალბებული) დოკუმენტის გამოვლენა და ა.შ.

bpn

ცნობისთვის, 2015 წელს სახელმწიფო საზღვარზე ჯამში 21437 სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა.