ძლიერი ყინვის, ლიპყინულისა და ინტენსიური თოვის გამო, ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების - ძლიერი ყინვის, ლიპყინულისა და ინტენსიური თოვის გამო ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.